Sunday, June 22, 2014

                                                              ბუდიზმი




   ბუდიზმი უძველესი მსოფლიო რელიგიაა . ბუდიზმი ინდოეთში , ძვ. წ. VI-V საუკუნეებში შეიქმნა და თავდაპირველად ეთიკურ-ფილოსოფიური სწავლება უფრო იყო, ვიდრე რელიგია თანამედროვე გაგები. ბუდას , მისი ფუძემდებლის, ცხოვრების შესახებ მრავალრიცხოვანი ლეგენდები მოიპოვება, რომელთაც, მეცნიერთა აზრით, რეალურად არსებული პიროვნების, სიდჰართა გაუტამას  თავგადასავალი უდევს საფუძვლად . ბუდას პირველი ვრცელი ბიოგრაფია გარდაცვალებიდან დაახლოებით ოთხი საუკუნის შემდეგ დაიწერა.
    ამჟამად სრულიად შეუძლებელია ბუდას მეცნიერულად ზუსტი და დამაჯერებელი* ბიოგრაფიის აღდგენა-მითოლოგიური სიჟეტებისა და ლეგედარული ელემენტების უბრალო უგულებელყოფა თუ უკუგდება* არაფრის მომტანია, რადგან რეკონსტრუქციისთვის* აუცილებელი მასალა მეცნიერება არ გააჩნიათ. ამიტომ გაგაცნობთ ბუდას ცხოვრების ტრადიციული ვერსიას , რომელიც ბედისტური წყაროების სინთეზის საფუძველზეა შედგენილი, -ისეთი ტექსტებისა, როგორიცაა პოემა ,,ბუდჰაჩარიტა’’ და მოთოლოგიზირებული მოთხრობა ,, ლალიტავისტარა’’.
-დამაჯერებელი -  დამარწმუნებელი, სარწმუნო
-უკუგდება -  უარის თქმა რამეზე, უარყოფა
-რეკონსტრუქია -  გადახალისება, გაუმჯობესება

                                                                                  

No comments:

Post a Comment