Sunday, June 22, 2014

               ბუდდა და  ბუდიზმის ისტორია


   ძვ. წ.VI ს-ში, სოდჰარტი გაუტანა, ჰიმალაის  მთებთან მდებარე, ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთის შიკიების სახელმწიფოს მეფის ერთადერთი მემკვიდრე იყო . მის დაბადებას დედის სიცოცხლე შეეწირა და წინასწარმეტყველმა მეფე გაუტანა ფაარგია*, რომ მის შვილს  არ უნდა ენახა ადამიანთა ტანჯვის სამი ფენომენი: ავადმყოფი, მოხუცებული და მიცვალებული .
მეფეც ისე ზრდიდა შვილს, რომ ეს ყველაფერი მის თვალსაწიერში არ მოხვედრილიყო. მაგრამ უკვე ცოლ-შვილიანმა სიდჰარტმა ნახა ეს სამივე მოვლენა და როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, მიატოვა სამეფო კარი და განდეგილობაში *ეძებდა ადამიანთა ტანხვის ამ სამი ფენომენის მიზეზთა დადგენას.
მან ამისათვის მიმართა ბრძენ ადამიანებს, გაეცნო ვედებს დიდხანს იარა და პასუხს ვერ მიაგნოპასუხს კითხვაზე-რატომ არის ცხოვრება ტანჯვა. დაღლილს და გულგატეხილს ერთი ხის ქვეშ ჩაეძინა . ეს იყო ხანგრძლივი ძილი და მეოთხე დღეს მოხდა მისი გონების სასწაულებრივი ,,განათება’’ . იგი გახდა ცნობიერებით ,,განათებული სხივმოსილი, ანუ ,, ბუდდჰა’’. ამეიერიდან ბუდა შაკიამუნს შეეძლო ამოეხსნა ცხოვრების დიდი საიდუმლო: რატომ არის ადამიანის ცხოვრება ტანჯვა, რა არის ამის მიზეზი და როგორ შეიძლება ამ ტანჯვისაგან ადამიანის ხსნა.
ბუდამ დაიწყო თავისი მოძღვრების ზეპირი გავრცელება, სეიზინა მრავალი მომხრე, უარყო ვედების ავტორიტეტი და დააფუძნა სრულიად ახალი მოძრვრება , რომელიც აზროვნების  სულ სხვა საფეხურს  ითხოვდა. ბუდა ქადაგებებში იყენებდა ალეგორიებს. მაგ. იმის ასახსნელად , გავრცელდებოდა თუ არა მისი მოძღვრება და მოუტანდა თუ არა იგი ადამიანებს სარგებლობას, ალეგორიულად* სვამდა კითხვას- აღმოცენდება თუ არა ხორბლის*  დათესვით ახალი მოსავალი.
 ბუდამ სიცოცხლის განმავლობაში მოიპოვა არჰატის მდგომარეობა , გახდა სულიერად თავისუფალი, ეზიარა ნირვალას. იცოცხლა 80 წელი, 40 წლის განმავლობაში  აქტიურად მოღვაწეობდა, მოგზაურობდა და აარსებდა ბუდისტთა საძმო კავშირებს.
   ბუდას გარდაცვლების შემდეგ, ბუდიზმის არსებობას პირველ საუკუნეში თავი იჩინა ამ მოძღვრების ინტერპრეტაციებში* სხვადასხვაობამ, ურთიერთთან შეუთანხმელობამ და ამის გამო გაჩნდა 18 სექტა.

-განდეგილობა- განდეგილის მდგომარეობა, დაყუდებული ბერობა, ასკეტობა 
-ალეგორიული- ალეგორიის შემცველი, შეფარული, ქარაგმული
-ინტერპრეტაცია- განმარტება, ახსნა

                                                                                                 http://barcelonismo.wordpress.com/






No comments:

Post a Comment