Tuesday, June 24, 2014

ისლამის ისტორია




   ისლამი არაბული სიტყვა,ნიშნავსმორჩილება“.მსოფლიოში მეორე დიდი რელიგია დაახლოებით 1,3 მილიარდი მიმდევრით ქრისტიანობის შემდეგ. ისლამის მიმდევარს ჰქვია მუსლიმი ან მაჰმადიანი .წარმოიშვა მე–7 საუკუნეში არაბეთის ნახევარკუნძულზე. ფუძემდებელია მუჰამადი, რომელიც ისლამური სწავლების მიხედვით ღმერთის უკანასკნელი წინასწარმეტყველი იყო. დღეს ისლამი გავრცელებულია მთელ მსოფლიოში, ტრადიციულად, ისლამურად ითვლება შემდეგი რეგიონები: ახლო აღმოსავლეთი, ჩრდილოეთ აფრიკა, სამხრეთ აზია და სამხრეთაღმოსავლეთ აზია.
მუსლიმები შეადგენენ საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 10%. მათ რიცხვს მიეკუთვნებიან საქართველოში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელები აჭარის ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველები და პანკისელი ქისტები.
არაბთა რელიგია მე-6 საუკუნეში
არაბები ძირითადად წარმართები იყვნენ. მათ საერთო რელიგია არ აკავშირებდათ: თითოეულ ტომს თავის ღვთაება-კერპი ჰყავდა. მაგრამ მათ ჰქონდათ საერთო სამლოცველო მექაში - ქააბა. ისლამურ გადმოცემის მიხედვით ქააბა ააგო იბრაჰიმმა, რომლისთვისაც მას ღმერთმა ციდან გამოუგზავნა შავი ქვა. შემდეგ კი არაბებმა მიატოვეს მონოთეიზმი , ხოლო ქააბის სამლოცველოში კერპებს დაუდეს ბინა. არაბები მექაში ჩადიოდნენ სალოცავად ისლამამდელ პერიოდშიც. ასე რომ ნებისმიერი არაბი, რომელიც ეწვეოდა მექას, მისთვის ნაცნობ საგვარეულო კერპსაც ნახულობდა. წარმართ არაბებს სწამდათ სულების ანუ ჯინების, რომლებიც ცხოვრობდნენ მთვარეზე, მზეზე, ხეებზე, ჭებში, ქვებში. ხეები არაბულ წარმართობაში დიდ პატივისცემას იმსახურებდნენმათი მოჭრა დიდ ცოდვად ითვლებოდა.
მუჰამედი
მუჰამედი იყო პიროვნება, რომელმაც მთლიანად შეცვალა არაბი ტომების ტრადიციული ცხოვრება, მისცა მათ ახალი რელიგია, ცხოვრების წესი და მიზანი. მუჰამედი დაიბადა 570 წელს მექაში, მისი ოჯახი იყო ბანუ ყურაიშის ერთ-ერთი განშტოების, ბანუ ჰაშიმის წარმომადგენელი. მუჰამედის მამა მისი დაბადებიდან ექვსი თვის თავზე გარდაიცვალა, ადრე დაობლებულ ბავშვს ბიძა 'იმრანი (აბუ თალიბი) ზრდიდა. ერთხანს მუჰამედი აქლემების და საქონლის მწყემსობას ეწეოდა. თავდაპირველად არაბთა მცირე ჯგუფი აღიარებდა ახალ რელიგიას, შემდეგ კი მთელმა არაბეთმა, როგორც ბინადარმა არაბებმა, ისე უდაბნოში მცხოვრებმა ბედუინებმა აღიარეს იგი და ბოლოს სხვა ხალხებმაც ირწმუნეს.
ისლამი აღიარებს იუდეველთა და ქრისტიანთა საღვთო წიგნებს, მათ წმინდანებსა და წინასწარმეტყველებს: ნუჰს, იბრაჰიმს, ისმაილს იაყუბს, იშაყს, მუსას, დავუდს და სულეიმანს, წმიდა მარიამსა  და იესო ქრისტეს , მთავარანგელოზებს მიქაელსა და გაბრიელს. ისლამის მიხედვით, იუდეველებმა და ქრისტიანებმა გაამრუდეს მათ მიერ ნაქადაგები ჭეშმარიტება, ამიტომ ღმერთმა მუჰამედი გამოაგზავნა ამ ჭეშმარიტების აღსადგენად და ხალხების სწორ გზაზე დასაყენებლად.
ისლამის ძირითადი წყაროა წმინდა წიგნი ყურანი, რომელიც შედგება მუჰამედის ქადაგებებისა და ხილვებისაგან, დაჰადისებიანუ გადმოცემები მუჰამედის გამონათქვამებისა და ქცევების შესახებ.
მექა
მექა არის წმინდა მიწა.ჩვენი წინასწარმეტყველი მუჰამედ იქ დაიბადა და იქ ცხოვრობდა. თანაც ისლამურ რელიგია პირველად მექაში გავრცელდა.მექა  არის ისლამურ რელიგიაში ყველაზე სათაყვანებელი ადგილი.ისლამური ტრადიციის თანახმად შენობა აგებულია მოციქულ იბრაჰიმის მიერ ორიათასზე მეტი წლის წინ. ღირსშესანიშნავი ადგილები არის ქააბა,არაფატის მთა,მინას მთა.
 ქააბა კოსმოსიდან ყოველთვის თეთრად ჩანს, მუდმივი თეთრ ტანსაცმელში გამოწყობილი მლოცველების გამო.
სხვა რელიგიებიდან განსხვავებით ისლამურ რელიგიაში ჰაჯის მიხედვით ყველა ფიზიკურად ჯანმრთელ და შეძლებულ მუსლიმანს მოეთხოვება ამ ადგილის მონახულება სიცოცხლეში ერთხელ მაინც.
არაფატის მთა  და მინის მთა
არაფატის მთა, სადაც წინასწარმეტყველმა მუჰამედმა ბოლოჯერ იქადაგა, თეთრ სამოსელში გამოწყობილი მომლოცველებით არის გადაჭედილი.
არაფატის მთაზე ლოცვის შემდეგ, ქალაქ მინაში, მორწმუნე მუსლიმები ეშმაკისთვის ქვების დაშენის რიტუალს შეასრულებენ.
მუსლიმთა პილიგრიმის დასრულებისთანავე იწყება მუსლიმთა დღესასწაული სახელწოდებით ეიდ ალ-ადა ანუ  მსხვერპლშეწირვის დღესასწაული. ისლამური რელიგიის თანახმად, ყველა მუსლიმმა  ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა მოილოცოს მექა.
ყურანის შესახებ.
ყურანი, კურანი მუჰამადის მიერ გამოცხადებული და მოგვიანებით ჩაწერილი ქადაგებების, “ღვთაებრივი ზეშთაგონებისკრებულია. სიტყვაყურანი”, ტრადიციული განმარტებით, “ხმამაღლა, რეჩიტატივით კითხვას”, ”დეკლამაციასნიშნავს.მუჰამადის მიმდევართა რწმენით, ყურანი უშუალოდ ალაჰის სიტყვას წარმოადგენს,რომელიც მისი თარგმნა სხვა ენაზე აკრძალულია.
ყურანში, ჩვეულებრივ, ლაპარაკობს ალაჰი, იშვიათად ანგელოზები ან მუჰამადი. ყურანის წარმოდგენით, ზეცაში არსებობს ყურანის ორიგინალური ტექსტი, დედა წიგნისა,ფარული წიგნი ,დაცული სჯულის ფიცარი .ამპირველწიგნისნაწყვეტები მუჰამადს თანდათანობით გადაეცემოდაო შუამავალი ანგელოზის, სულის ,წმინდა სულის ,მთავარანგელოზ ჯაბრაილის მიერ .ეს უკანასკნელი, მუსლიმთა რწმენი, მუჰამადის წინაშე კითხულობდა ზეშთაგონებას, მუჰამადი მას იმეორებდა და ხალხს გადასცემდა ანუ ახმოვანებდა. შემდეგ კი მუჰამადის ქადაგებას მისი მიმდევრები იწერდნენ.ქადაგებების პირველი კრებული მუჰამადის გარდაცვალების შემდეგ შეადგინეს ხალიფა ოსმანის დავალებით. ყურანის ოფიციალური, კანონიკური ტექსტი VII საუკუნის შუა წლებში მომზადდა.
ალაჰის შესახებ
ვნახოთ, რას გვამცნობს ყურანი ალაჰის შესახებ,ალაჰი ერთადერთი, ერთიანი ღმერთია, რომელმაც შექმნა სამყარო და ადამიანი, და რომელიც ერთპიროვნულად მართავს ქვეყნიერებას. იგი სავსებით სრული, შეიძლება ითქვას, აბსოლუტური აბსოლუტია. ის თავის თავში არსებობს, არ იშვება და არ შობს, არ ჰყავს შვილები, ამხანაგები და მოზიარეები, ამქვეყნად ყველაფერი მასზეა დამოკიდებული, თვითონ კი _ არავისზე და არაფერზე. მხოლოდ იგი გახლავს ადამიანის მფარველი, მისი საყრდენი, იმედი, ნუგეში და სასოება. ადამიანი ცხოვრებაში ყველაფერს, ავსაც და კარგსაც, მხოლოდ მას უნდა უმადლოდეს. ყველაფერი წარმავალია, მხოლოდ ალაჰია მარადიული და სრულყოფილი. ალაჰი ადამიანისთვის ყველაფერია და ამიტომ მან შეიძლება თქვას:„საკმარისია ჩემთვის ალაჰი და არა არის ღმერთი, თვინიერ მისისა, მას ვსასოებ და იგია უფალი დიდებული ტახტრევანისა“.
ეს არის ჩვენი რელიგის ლოცვა.ვინ უნდა მუსელმანის გახდა ამ სიტვები თქვა:  „Eşhedu en la ilahe illallah ve eşhedu enne Muhammed ‘en abduhu ve resuluhu.“( „საკმარისია ჩემთვის ალაჰი და არა არის ღმერთი, თვინიერ მისისა ,მას ვსასოებ და იგია უფალი დიდებული ტახტრევანისა.“)


http/az.wikipedia.org

No comments:

Post a Comment