Sunday, June 22, 2014

                   მითი ათეიზმის შესახებ 

ათეიზმის კისერზეა ზოგადსაკაცობრიო დანაშაულებიძალიან ბევრი ფიქრობს რომ ჰიტლერის, სტალინის და სხვათა მოქმედებები მათი ურწმუნოების შედეგი იყო, სინამდვილეში პრობლემა ფაშიზმი და კომუნიზმი იყო, საქმე იმაშია რომ დოგმატური რეჟიმები მეტად ახლოს იყო რელიგიასთან, ასეთი რეჟიმების დროს ხშირად ხდება პირადი კულტის აღზევება და ზოგიერთ პიროვნებას ზუსტად ისე ადიდებენ როგორც რომელიმე რელიგიურ გმირს.
ათეისტები ფიქრობენ რომყველაფერი თავისით გაჩნდა” – სინამდვილეში კი არავინ ამ ქვეყნად ჯერ-ჯერობით არ იცის საიდან გაჩნდა სამყარო, სინამდვილეში, გაჩენაზე და დასაწყისზეც საუბარიც კი მეტად საეჭვოა, იმიტომ რომ ამ ცნებებისთვის საჭიროა დროის განზომილება* და ჩვენ ვსაუბრობთ თავად დროისა და სივრცის წარმომავლობაზე. ამ მითს ხშირად წავაწყდებით დარვინის თეორიის კრიტიკის დროს ეს ძირითადად გამოწვეულია იმით რომ ბევრს საერთოდ არასწორად ესმის დარვინის თეორია, მიუხედავად იმისა რომ არ ვიცით ზუსტად როგორ გარდაიქმნა მარტივი ქიმიური პროცესებიბიოლოგიურ პროცესად, შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ რომ სამყაროში არსებული სიცოცხლის მრავალფეროვნება ნამდვილად არ არისშემთხვევითიდა დიდ ხნიანი ბუნებრივი გადარჩევისა და რიგ შემთხვევებში მუტაციის ბრალია. თავად დარვინმა ტერმინიბუნებრივი გადარჩევაგამოიყენა მას მერე რაც გაიგო მეცხოველეობაში გავრცელებულიხელოვნური გადარჩევისპროცესის შესახებ. ორივე შემთხვევაში გადარჩევა აჩვენებს მყარ და ძლიერ ეფექტს არსებებზე!

-განზომილება-   სიდიდე, რომელიც ახასიათებრაიმე   საგნის,კონსტრუქციის, სისტემის ფიზიკურ თვისებას.
-მუტაცია- მოვლენათა ყოველგვარი ნახტომისებური ცვლილება.
-მყარ- მაგარი, მტკიცე, მკვიდრი, მკვრივი

                                                          http://abadu.wordpress.com/2010/03/23/













No comments:

Post a Comment