Tuesday, June 24, 2014

მართლმადიდებლობა


   კათოლიციზმი არის კათოლიკური ეკლესიის მოძღვრება, რომელსაც ქრისტიანობაში ყველაზე მრავალრიცხოვანი მრევლი ჰყავს. კათოლიციზმი დასავლეთ ევროპაში ცალკე მიმდინარეობად ჩამოყალიბდა , რაც ქრისტიანობა 1054 წელს ოფიციალურად გაიყო 2 ძირითად მიმართულებად,კათოლიკობად და მართლმადიდებლობად. აღმოსავლეთისა და დასავლეთის საპატრიარქოებს შორის მნიშვნელოვანი საღვთისმეტყველო და საეკლესიო უთანხმოება IX საუკუნიდან იწყება. კათოლიციზმის ცალკე გამოყოფის პროცესს ხელი შეუწყო 395 წლიდან რომის იმპერიის ორ ნაწილად გაყოფილობამ. ეკონომიკურმა, პოლიტიკურმა და კულტურულმა განვითარების განსხვავებულმა პირობებმა საბოლოოდ გასაზღვრა ამ 2 მიმართულების თავისებურებანი.
მსგავსება და განსხვავება მართლმადიდებლობასა და კათოლიციზმს შორის
კათოლიციზმსა და მართლმადიდებლობას ბევრი რამ აქვს საერთო. ძირითადი განსხვავება მათ შორის მჟღავნდება  „ფილიოკვესსაკითხში. კათოლიკური მოძღვრების მიხედვით, სულიწმინდის გამომავლობა ხდება არა მარტო მამა ღმერთისაგან, როგორც ეს მართლმადიდებლობაშია, არამედ ძე ღმერთისაგანაც.
კათოლიციზმი, მართლმადიდებლობისაგან განსხვავებით, სამოთხისა და ჯოჯოხეთის გარდა აღიარებს შუალედურ რგოლს განსაწმენდელს. კათოლიკური მოძღვრებით, წმინდა წერილის კანონიკურ ტექსტს წარმოადგენს და ორიგინალს უტოლდება ბიბლიის ლათინური თარგმანი  „ვულგატა“.
http/ka.wikipedia.org

No comments:

Post a Comment